მთავარი პროკურორი ბაჩო ახალიას მიმართ წარდგენილ ბრალდებებს მხარს უჭრს. როგორც არჩილ კბილაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას განმარტა ბრალდების მხარეს დასაბუთებული და მტკიცე არგუმენტები ჰქონდა. „პროკურატურა უჭერს მხარს ბრალდებას. დასაბუთებული ბრალდება კი დაკმაყოფილებას იმსახურებს. მე პირადად ვიცნობ იმ ეპიზოდებს რომელშიც ბაჩო ახალიას ბრალი აქვს წაყენებული, ვიცნობ მტკიცებულებებს და იმ პროკურორებს რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ეს პარამეტრი იყო ძალიან კარგი"-განუცხადა „რეპორტიორს" არჩილ კბილაშვილმა. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურორების სისუსტის შედეგია, მთავარი პროკურორი ამ შეფასებას არ ეთანხმება. „სასამართლო პროკურატურისგან და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან თავისუფალია. ეს არის მოცემული რეალობა, რაც დემოკრატიული რეფორმების კურსის ნათელი დადასტურებაა"-განუცხადა „რეპორტიორს" არჩილ კბილაშვილმა.