ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა. "მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლე გიორგი დარახველიძეს, რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს მოსამართლე 9 თვე იხილავდა ჩვენ საქმეს და არ მოექცა ზეწოლის ქვეშ, რომელ ზეწოლასაც ყოველანაირი პრეზუმპფციების დაცვის გარეშე აწარმოებდა იუსტიციის მინისტრი. რამდენჯერმე მან ღია ეთერში ბრალი დამდო თითქოს მე ვახდენდი ზეწოლას მოწმეებზე სამეგრელოში, რომელიც არც კი დადასტურდა და საერთოდ არც კი იყო ნახსენები. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და იმ ხალხს, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა ჩემი მოქმედების შეიარაღებულ ძალებში", - განახცადა კალანდაძე პრეზიდენტთან შეხვედრისას. თავდაცვის მინისტრობის პერიოდზე ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.