reportiori.ge - ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან შეთანხმების გადახედვას არ აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:51
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან შეთანხმების გადახედვას არ აპირებს
28 იანვარი, 2014. 23:51

ვლადიმერ პუტინმა დღეს ბრიუსელში გამართულ რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინასთან დადებული ეკონომიკური და ფინანსური შეთანხმების გადახედვას არ აპირებს, იმ შემთხვევაშიც თუ უკრაინის ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

 


რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, გააგრძელოს მუშაობა უკრაინის ახალ მთავრობასთან, ვინც არ უნდა ხელმძღვანელობდეს მას. პუტინმა აღნიშნა, რომ გადამდგარი პრემიერის ნიკოლაი აზაროვის კაბინეტს მოსკოვთან სიტყვიერი შეთანხმება ქონდა მრავალმილიარდიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ.

 

 
რუსეთმა უკრაინას 15 მილიარდი დოლარის კრედიტი გასული წლის დეკემბერში გამოუყო. ამასთან, ითქვა, რომ უკრაინა ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 400 დოლარის ნაცვლად 268,5 დოლარად მიიღებს. კრედიტის გამოყოფამდე უკრაინამ ევროინტეგრაციის კურსზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016