reportiori.ge - ვიტალი კლიჩკო: მხოლოდ აზაროვის გადადგომა საკმარისი არ არის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:54
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო: მხოლოდ აზაროვის გადადგომა საკმარისი არ არის!
29 იანვარი, 2014. 11:20

უკრაინის ოპოზიციური პარტია უდარ"-ის ლიდერი ვიტალი კლიჩკო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ნიკოლაი აზაროვის გადადგომა საკმარისი არ არის. ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ მაიდანზე წუხელ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

 

პროცესები წინ წავიდა - აზაროვის მთავრობა გადადგა. რომ არ ყოფილიყო მაიდანი, ეს არ მოხდებოდა. ეს კი მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

 

მისივე თქმით, 16 იანვრის კანონების გაუქმება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას ზღუდავდა პატარა, მაგრამ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

კლიჩკოს პარტია ასევე ითხოვს, რომ დაბრუნდეს 2004 წლის კონსტიტუცია იმისათვის, რომ ხელისუფლება ერთი პირის ხელში არ იყოს კონცენტრირებული.

 

პარტია უდარ-ის ლიდერმა გაიხსენა ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრა და მისი შეთავაზება ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესახებ. ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ ის არასდროს განიხილავს იანუკოვიჩის მთავრობაში მუშაობის საკითხს.

 

მანვე მიმართა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, დადგნენ ხალხის გვერდით  და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დაიცვან.

 

ნიკოლაი აზაროვმა გადადგომის თხოვნით პრეზიდენტს გუშინ მიმართა. ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის გათავისუფლების განკარგულებას ხელი გუშინვე მოაწერა. ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე, დათხოვნილი მინისტრთა კაბინეტი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016