საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანას ახლა სჭირდება განვითარება და არა რევანშიზმი. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გენერალ გიგი კალანდაძესთან შეხვედრისას განაცხადა. „აქ საუბარი არ არის პოლტიკურ სიმპატიებზე და ანტიპატიებზე, საქართველო ზიანდება. ვფიქრობ, ამას ყველა ხვდება, ისევე როგორც, ის პოლიტიკოსები, ვისაც დღეს უკვე შევამჩნიე სინანულის და დარცხვენის ნოტები. საქართველოს ახლა სჭირდება ხედვა, წინსვლა, განვითარება. ხალხს სჭირდება დახმარება. რა დროს რევანშიზმია. რევანშიზმის და სტალინის ძეგლების აღდგენის დროა დღეს? ეს არის დრო განვითარების, წარმოების შექმნის, შენების, განახლების. საქართველო რომ გადარჩეს, ამისთვის ძალიან სწრაფად უნდა მიდიოდეს წინ, რომ დამპყრობელმა არასდროს არ გვაჯობოს",- განცხადა პრეზიდენტმა.