რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დასავლელი პოლიტიკოსების მიერ უკრაინის შიდა საქმეებში უცერემონიოდ ერევა.
„კარგად ორგანიზებული კამპანია ლეგიტიმური ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული. დარბევები და ხანძარი ქალაქის ცენტრსა და სხვა ქალაქებში, ადმინისტრაციული შენობების შტრუმი, სამართალდამცველების მიმართ აგრესიული ქმედებები, რომელსაც ადამიანების მსხვერპლი მოაქვს, მათი შექებით ხდება, ვინც ადამიანები ქუჩაში გამოიყვანა”, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
რუსი სენატორები აღნიშნავენ, რომ უკრაინა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რომელსაც შესაძლოა, მძიმე შედეგები ჰქონდეს უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოსთვის.
„განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოვხატავთ ოპოზიციის მცდელობებთან დაკავშირებით უკრაინის სხვადასხვა რეგიონები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ფედერაციის საბჭო გმობს ძალადობის, ნაციონალიზმის, ქსენოფობიის გამოვლინებას და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალებს, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგით ეძებონ. ამასთან, ფედერაციის საბჭო მოუწოდებს ყველას, უკრაინის სუვერენულ საქმეებში გარედან დაუფარავი ჩარევა შეწყვიტონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)