დღეს რუსი მწერლის ანტონ ჩეხოვის დაბადების დღეა. მწერალი 1860 წლის 29 იანვარს ტაგანროგში დაიბადა.
ჩეხოვის პირველი ვრცელი მოთხრობა „სტეპი“ 1888 დაიბეჭდა. წარმატება ხვდა წილად ჩეხოვის მომდევნო კრებულს „მწუხრში“. ანტონ ჩეხოვმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც რუსული, ისე მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაზე.
ჩეხოვმა საქართველოში პირველად 1888 წელს იმოგზაურა, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მწერალზე. 1900 წელს მაქსიმ გორკისთან და მხატვარ ვასნეცოვთან ერთად, კვლავ ჩამოვიდა თბილისში. ჩეხოვი პოპულარული იყო საქართველოში. 90-იან წლებში ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობების თარგმანები. ქართულ სცენაზე დაიდგა პიესები: „ივანოვი“ და „დათვი“. 1903 წელს გადმოითარგმნა პიესა „ძია ვანია“, 1905 წელს - „ალუბლის ბაღი“.
ანტონ ჩეხოვი 1904 წლის 2 ივლისს გერმანიაში, ბადენვაილერში გარდაიცვალა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)