reportiori.ge - ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან შეთანხმების გადახედვის შესაძლებლობა უარყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:55
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან შეთანხმების გადახედვის შესაძლებლობა უარყო
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 12:25

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან შეთანხმების გადახედვის შესაძლებლობა უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს. ვლადიმერ პუტინმა ბრიუსელში გამართულ რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინასთან დადებული ეკონომიკური და ფინანსური შეთანხმების გადახედვას არ აპირებს, იმ შემთხვევაშიც თუ უკრაინის ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს მუშაობა უკრაინის ახალ მთავრობასთან, ვინც არ უნდა ხელმძღვანელობდეს მას.

 

პუტინმა აღნიშნა, რომ გადამდგარი პრემიერის ნიკოლაი აზაროვის კაბინეტს მოსკოვთან სიტყვიერი შეთანხმება ქონდა მრავალმილიარდიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ.

 

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 15 მილიარდი დოლარის კრედიტი გასული წლის დეკემბერში გამოუყო. ამასთან, ითქვა, რომ უკრაინა ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 400 დოლარის ნაცვლად, 268,5 დოლარად მიიღებს. კრედიტის გამოყოფამდე უკრაინამ ევროინტეგრაციის კურსზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016