რეგიონები
ტყიბულის მაღაროში გარდაცვლილთა ოჯახებს „საქნახშირი“ დაეხმარება
ავტორი: ლილუ მიროტაძე
29 იანვარი, 2014. 12:28
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხადარ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომპანია „საქნახშირი“ განცხადებას ავრცელებს. საწარმოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიზეზების დამდგენი კომისია შეიქმნა, რომელიც ადგილზე მუშაობს.
„კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაცია და შრომითი კოლექტივი მწუხარებას გამოთქვამს და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. ამასთან „საქნახშირი“ და შესაბამისი სადაზღვევო კომპანია უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას საკუთარ თავზე იღებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს ნულოვან ჰორიზონტზე მოპოვებული ნახშირის ტრანსპორტირებისას გუშინ 28 იანვარის, 16:00 საათზე მაღაროს უფროსის მოადგილე ტარიელ ქასრაშვილი დაიღუპა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57