ფარნავაზ მეფის N108-ში ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლში გუშინ გაჩენილი ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის დროს სახლში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე ქალაქ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდა.
როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა, დაზარებულ ოჯახებს ურეხის ბავშთა სახლში დროებითი თავშესაფარი შესთავაზა, თუმცა მათ უარი განაცხადეს და ნათესავებთან დარჩენა ამჯობინეს. როგორც ირაკლი ჩავლეიშილი განმარტავს, საკრებულოში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მსგავსი ტიპის ზარალის და სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობას ეხმარება. ჩავლეიშვილის თქმით, შეიკრიბება კომისია და ამ ოჯახების საკითხსაც განიხილავს.