reportiori.ge - შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:51
პოლიტიკა
შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 15:37

შინაგან საქმეთა სამინისტრო  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

2013 წლის ივლისის თვე 609 189 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15,6 %-ით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 2 797 910 ვიზიტი შეადგინა, რაც 26%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 1 085 378 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 21,4%);

ბ) ტრანზიტი - 564 508 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 59%);

გ) სხვა - 1 148 024 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%).

2013 წლის ივლისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (162592), თურქეთიდან (139002), რუსეთიდან (115871), აზერბაიჯანიდან (109704), უკრაინიდან (14113) და ირანიდან (9248) განხორციელდა. ასევე, გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით ივლისში გამოირჩევიან პოლონეთი და ჩეხეთი (შესაბამისად 86% და 39%), შუა აზიის ქვეყნებიდან - უზბეკეთისა და ყაზახეთის (შესაბამისად 25% და 33%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელორუსიის მოქალაქეები - 57% -იანი მატებით"-აღნიშნულია განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016