მსოფლიო
მედიკოსებმა მიხაილ შუმახერის კომიდან გამოყვანა დაიწყეს
29 იანვარი, 2014. 14:01
ფრანგული გამომცემლობა L'Equipe-ის ცნობით, ექიმებმა მიხაილ შუმახერის კომიდან გამოყვანა დაიწყეს.
შუმახერი ხელოვნურ კომაში ოთხ კვირაზე მეტი იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც ავტომრბოლელი კურორტ მერიბელზე თხილამურებით სრიალისას სერიოზულად დაზინადა, ექიმებს იგი ხელოვნურ კომაში ჰყავდათ და არსებობდა სერიოზული ვარაუდი იმისა, რომ ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი გარდაიცვლებოდა.
პროფესორ ჟან-ლუკ ტრუელის განცხადებით, ხელოვნურ კომაში ყოფნის მაქსიმალური ვადა ოთხ კვირას არ უნდა აღემატებოდეს.
„კომიდან გამოსვლის შემდეგ, მიხაილ შუმახერი რეფლექსებს ნელ-ნელა აღიდგენს. იგი შეძლებს თვალი გაახილოს, სამეტყველო აპარატი აამოქმედოს, ხელის თითები აამოძრავოს და ა.შ."- აცხადებს შუმახერის მკურნალი ექიმი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40