საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკა შემცირებული არაა. როგორც ხადურმა აღნიშნა , ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები წინასწარი მონაცემებია და აღნიშნული სამსახური ამ მონაცემებს დააზუსტებს. " შემიძლია გითხრათ, რომ ეს მონაცემები საერთოდ არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას, რაც ვფიქრობ, არასწორია და ხელოვნურად არის შემცირებული,"-განაცხადა ხადურმა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინვესტიციები ხშირად ხორციელდება, რაც დასტურია იმისა, რომ "ეკონომიკაში გრძელვადიანი, მდგრადი აღმავლობის ხანა იწყება". „ეკონომიკა შემცირებული არ არის. პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ სოფლის მეურნეობის გარეშე დაახლოებით 2 % შეადგინა",-აღნიშნა საქართველოს ფინანასთა მინისტრმა.