reportiori.ge - შიდა ქართლში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 122 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:01
რეგიონები
შიდა ქართლში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 122 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
29 იანვარი, 2014. 18:13

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ რუსიშვილსა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გუბერნატორს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს.


ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება წელს შიდა ქართლში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა.

 

2012 წელს დაიწყო და წელს დასრულდება ცენტრალური ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთის მშენებლობა. სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. შარშან აღნიშნულ მონაკვეთზე 3,5 კილომეტრი გზა უკვე დაიგო. მსოფლიო ბანკის დაფინანსებითვე, 2014 წელს დაიწყება ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობაც. ასევე, მოხდება მაგისტრალზე არსებული გზაგამტარების, მდ.ქსანისა და ლეხურას სახიდე გადასასვლელბის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, ასევე, რიკოთის გვირაბსაც.


გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აგარა-ყორნისი-ცხინვალის (აგარა-კნოლევი), ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის (ახალქალაქი-ნოსტე), ახალქალაქი-რკონისა (ახალქალაქი-ერთაწმინდა), ქარელი-ყინწვისის საავტომობილო გზებსა და უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელ გზაზე მდ. მტკვარზე არსებულ სახიდე გადასასვლელს. ასევე, იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განხორციელდება დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენა. ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანთსა და ალში მოეწყობა სატყეო გზა; სატყეო გზის მოწყობა დაგეგმილია გორსა და კასპშიც.


წელს ჯამში 78 000 ლარი დაიხარჯება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ქარელში, სურამში, კასპსა და ხაშურში. შესაბამის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

 

2014 წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მყარი ნარჩენების მართვასაც. კეთილმოეწყობა . ხაშურის, კასპისა და გორის ნაგავსაყრელები. ასევე, შემოიღობება პოლიგონები და ექსპლოატაციაში შევა ქარელსა და კასპში მდებარე ნაგავსაყრელები. სამუშაოებს შპსმყარი ნარჩენების მართვის კომპანია" განახორციელებს. პროექტების საერთო ღირებულება  1 770 780 ლარია.

 

2014 წელს კონფლიქტისპირა 9 სოფელში - დიდ ხურვალეთში, გუგუთაანთკარში, კოშკაში, ზარდიაანთკარში, დიცში, მერეთში, წაღვლში, ატოცსა და კნოლევში გაგრძელდება წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება. ამ სოფლებიდან ოთხში ჭაბურღილები 2013 წელს გაიბურღა, 2014 წელს ამ სოფლებში რეზერვუარები აშენდება.

 

გაგრძელდება სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მოირწყვება 18 200 ჰექტრამდე მიწა, რომელიც 30 სოფელს საირიგაციო წყლით დააკმაყოფილებს.


2014 წელს დასრულდება სოფელ ტყვიავში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა.


შეხვედრაზე, გარდა ამ საკითხებისა, განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, რომლის პრიორიტეტებიც თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა. საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა რეგიონში განსახორციელებელი 12 662 862 ლარის ღირებულების 19 პროექტი. აქედან 9 პროექტით გათვალისწინებულია გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია; 7 პროექტით - სარწყავი და სასმელი წყლის, ასევე, კანალიზაციის მოწესრიგება; 3 პროექტით - სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 

ჯამში, 2014 წელს შიდა ქართლის  რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 121 724 262 ლარი დაიხარჯება. აქედან, 109 061 400  ლარის სამუშაოების  დაფინანსებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  კი შიდა ქართლი დამატებით 12 662 862  ლარს მიიღებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016