reportiori.ge - ნანკა კალატოზიშვილი: აცალონ ჩემს ბიჭს გართობა, მე თუ არ მცალია, არ ნიშნავს, რომ კედო სახლში უნდა იჯდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:41
ყვითელი
ნანკა კალატოზიშვილი: აცალონ ჩემს ბიჭს გართობა, მე თუ არ მცალია, არ ნიშნავს, რომ კედო სახლში უნდა იჯდეს!
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 18:20

ჟურნალ „რეტინგთან" ინტერვიუში მსახიობი და ტელეწამყვანი ნანკა კალატოზიშვილი მასა და კალათბურთელ ირაკლი კეიდიაზე გავრცელებულ ჭორებზე საუბრობს. შეგახსენებთ, წყვილს გასულ წელს ვაჟი შეეძინა - დანიელი, რომელიც უკვე 7 თვისაა.

 

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა დაგვირეკა, გავიგეთ, რომ დაქორწინდითო. ვერ გავიგე, დავშორდით თუ დავქორწინდით. აზრადაც არ მომდის, რომ კედოს დავშორდე და ღმერთმა დამიფაროს. კედო უკეთილშობილესი ადამიანია. მე ვარ უფრო ბუზღუნა და ზოგადად, ლაპარაკის მანერაც ასეთი მაქვს. ერთხელ რეჟისორს რაღაცას აქტიურად ვუხსნიდი და მკითხა, რატომ მეჩხუბებიო. კედოსთან რაიმე ფილმზე თუ ვიკამათებ, მაგრამ პრობლემური საუბარი არასდროს გვქონია.

 

ისევ იმ ჭორს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენს დაშორებაზე, კედოს არ აცლიან გართობას. მას ძალიან ბევრი მეგობარი გოგონა ჰყავს და ძალიან კარგები. რა ქნან, აკონტროლონ საკუთარი თავები კლუბებში გართობისას, რომ ვინმემ რაღაც არ დაუწეროს? მეც კედოსთან ერთად ვიყავი, მაგრამ ეტყობა, ვეღარ მცნობენ ან აღარ მაღიარებენ. დაწერეს, კედო უცნობ გოგონასთან ერთად იყოო. მე ისე აქტიურად ვეღარ დავდივარ კლუბებში, კედო კი დადის. ყველა მის მეგობარ გოგონას ვიცნობ. ჟურნალისტი რომ ვერ ცნობს და არ იცის, ვინ არის კედოს გვერდით, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მეც არ ვიცნობ (იცინის)?!. აცალონ ჩემს ბიჭს გართობა წესიერად და ნორმალურად. მე თუ არ მცალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კედო სახლში უნდა იჯდეს.

 

იმდენი რამ მსმენია ჩემ შესახებ, ამ ყველაფერზე რომ ვინერვიულო, იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო. ადამიანს ძალიან უშლის ხელს შიშის ფაქტორი, ის, რომ ვინმემ რაიმე არ თქვას. რატომ უნდა ვიცხოვრო ამის შიშით?!. ვცხოვრობ ჩემს გემოზე და ასე გავაგრძელებ", - აცხადებს მსახიობი.

 


(მოამზადა ლილუ მიოტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016