reportiori.ge - უკრაინაზე ზეწოლის გამო პუტინმა რასმუსენის კრიტიკა დაიმსახურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:03
მსოფლიო
უკრაინაზე ზეწოლის გამო პუტინმა რასმუსენის კრიტიკა დაიმსახურა
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 18:31


უკრაინაზე ზეწოლის გამო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ანდერს ფოგ რასმუსენის კრიტიკა დაიმსახურა. ნატოს გენერალური მდივანი ამ თემაზე გამოცემა „ფიგაროს" ესაუბრა.

 

რასმუსენი აღნიშნავს, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობებს ეფუძნება, ხოლო რუსეთის რეაქციას ამ საკითხთან მიმართებით, სამწუხაროდ მიიჩნევს.

 

„ეკონომიკა და უსაფრთხოება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. უკრაინის ასოცირებული წევრობა ევროკავშირში მნიშვნელოვანი იქნებოდა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ვწუხვარ, რომ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა. ამის მიზეზი გახდა რუსეთის ზეწოლა კიევზე", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ალიანსის აღმოსავლელითით გაფართოებისადმი მტრულადაა განწყობილი.


მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტსაც, რომ კიევმა გადაუხვია 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ითვალისწინებს, თუმცა რასმუსენი დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ უკრაინელი ხალხი გადაწყვეტიელბას შეცვლის.




(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016