ყვითელი
ნანუკა ჟორჟოლიანი: გუშინდელ ჩემს გადაცემას ორმა თურქულმა სერიალმა მოუგო!
30 იანვარი, 2014. 14:27
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს მოსახლეობის გემოვნებას აკრიტიკებს, რაც კონკრეტული გადაცემის ყურების რეიტინგით განისაზღვრება.
„გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე კი ვთქვი, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-თქო მაგრამ მაინც, რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები, რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ, ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!“, - წერს ჟორჟოლიანი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53