reportiori.ge - როგორ გავუმკლავდეთ ამინდის ცვალებადობით გამოწვეულ უხასიათობას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 14:27
სხვადასხვა
როგორ გავუმკლავდეთ ამინდის ცვალებადობით გამოწვეულ უხასიათობას
ავტორი:
11 აპრილი, 2015. 17:26

21-ე საუკუნეში ცხოვრების დაძაბულმა რითმმა მუდმივი გადაღლილობის სინდრომი, დაძაბულობა, დეპრესია მოიტანა. მისი შემოტევა განსაკუთრებით ზამთრის თვეებში იგრძნობა და გარშემომყოფებისგან გვესმის წუწუნი, დაიწყო ცივი დღეები, ვერ ვიტან ზამთარს, და ა.შ. უცნაური არაფერია, რადგან ადამიანები ზოგჯერ სეზონური დეპრესიით გამოირჩევიან. ამინდი იმდენად მოქმედებს გუნება-განწყობილებაზე, რომ ინერტულები ვხვდებით, მუდმივად გადაღლილები ვართ, აღარც სახლიდან გასვლის და რაიმეს კეთების ხალისი გვაქვს და  ყველაფერი გვეზარება.

 

ექიმები აღნიშნავენ, რომ ემოციურად არამდგრადი ადამიანების ჯანმრთელობაზე ამინდის მკვეთრი ცვლილებები ძლიერ გავლენას ახდენს. ფსიქიკური დაავადებების სეზონური გამწვავება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ბიოლოგიურ ფაქტორებთან. ნაკლებად ან უფრო მეტად აქტიური მზე, დაკლებული თუ მომატებული დღე, მაგნიტური და რადიაციული ზემოქმედება მკვეთრად ამაღლებს ნერვული სისტემის მგრძნობელობას.

 

სეზონური დეპრესია მეცნიერებისთვის დღემდე გამოუცნობია, თუმცა ამბობენ, რომ დეპრესია ემართებათ მათ, ვინც მზის ხივების ნაკლებობას განიცდის. როდესაც  სეზონი იცვლება, გვიწევს რაღაცის ახლიდან შეგუება. კვლევებით დადასტურებულია, რომ ამ დეპრესიას ქალები მამაკაცებზე ორჯერ მეტად განიცდიან.

 

ადამიანს, რომელიც სეზონური დეპრესიით იტანჯება, უმძაფრდება მადა, და ამას თან წონაში მატება ახლავს, ეს კი სიტუაციას უფრო მეტად ამძაფრებს, რადგან ზედმეტი კილოგრამების მომატება არავის უხარია. სეზონური დეპრესიის ერთ-ერთი გამომხატველი ქრონიკული უძილობაა. ამ დროს ადამიანის აზროვნება არასრულფასოვანია, კონცერტრაცია კი დაქვეითებული. ემოციური აშლილობა და ცვალებადი ხასიათი ზამთრის კიდევ ერთი დამახასიათებელი სიმპტომია.

 

იმისათვის რათა ენდორფინებით სავსე იყოთ, მიირთვით მდოგვი, ბანანი, რძე, მწარე წიწაკა, ისპანახი, კომბოსტო. ეს პროდუქტები ხელს უწყობს მის გამომუშავებას. ენდორფინი - სიხარულის და ბედნიერების ჰორმონები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომელიც თავის ტვინში გამომუშავდება.

 

ზამთრის დეპრესიის თავიდან აასაცილებლად, ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ: რაც შეიძლება მეტი ისეირნ, იმოძრავეთ და ფიზიკურად დაიტვირთეთ... გაატარეთ მეტი დრო მეგობრებთან ერთად, უყურეთ სასიამოვნო ფილმს, იკითხეთ საინტერესო წიგნები. იმისთვის, რომ იყოთ ენერგიულები, კარგად გამოიძინეთ და ბევრი იცინეთ.

 

შემოგთავაზებთ ხერხებს, როგორ დავძლიოთ დეპრესია და ვიყოთ კარგ ხასიათზე.

 

 

 

 

1.იძინეთ

ცუდ განწყობაზე ყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არასაკმარისი ძილია. როდესაც თქვენ ლოგინში ხართ, თქვენი ტვინი ვითარდება და ისვენებს, თქვენი სხეულიც ძალებს იღდგენს. შესაბამისდ, როდესაც ცოტა ხანი გძინავთ, თქვენი დღე ცუდ ფეხზე ადგომით იწყება და გეჩვენებათ, რომ მხოლოდ ცუდი ამბები ხდება. სცადეთ დაიძინოთ მინიმუმ 5 საათი მაინც და ნახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ.

2. ივარჯიშეთ

სავაჯიშოები ეხმარება თქვენს ტვინს გამოყოს ენდორფინები, რაც პირდაპირ უკავშირდება ბედნიერებას. არ არის აუცილებელი წახვიდეთ სპორტულ დარბაზებში, საკმარისია 15 წუთი ფეხით სეირნობა იმისთვის, რომ კარგ განწყობაზე იყოთ.

3. დალიეთ ბევრი წყალი

მიიღეთ დღის განმავლობაში 2–3 ლიტრი წყალი, რათა ორგანიზმი არ გამოშრეს. წყირვილის შეგრძნება თქვენ ყველაზე დიდ ჭირვეულობას  გაიძულებთ. თუმცა აღსანიშნავია, უნდა დალიოთ აუცილებლად ნატურალური წყალი, რომელიც ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს.

4. აწარმოეთ დღიური

აღიარებულია, რომ დღიურის წერა საუკეთესო გზაა განთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისგან. ჩაწერეთ მასში თქვენი ყოველდრიური შეგრძნებები, ემოციები, მას მხოლოდ თქვენი თვალები წაიკითხავენ და არავინ განგსჯით თქვენ.

5. არ დაიმალოთ

თუ თქვენი დეპრესია დიდხანს არ გრძელდება, ეცადეთ სოციალიზაციის პროცესში მიიღოთ მონაწილეობა, ხშირად ნახოთ მეგობრები, მოხვდეთ სანაცნობო გარემოში. მარტო ყოფნა თქვენს ემოციებს უარეს სასოწარკვეთამდე მიიყვანს. იმის ცოდნამ, რომ ვერავის შეიძლება დაელაპარაკო, შეიძლება გაგაგიჟოთ. ასე რომ, გადით გარეთ, განიტვირთეთ და თავს უკეთ იგრძნობთ.

6. მიირთვით ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული ნუტრიენტებითაა მდიდარი, რაც დეპრესიის წარმომქმნელ ჰორმონებს თრგუნავს. ის კვებავს ჩვენს ტვინს. თუმცა მიიღეთ ისინი ზომიერად, რადგან ბევრმა ხილმა შესაძლებელია შაქრის რაოდენობა მოგიმატოთ.

7. მიმართეთ მედიტაციას

მედიტაცია , აღიარებულია, რომ ეხმარება თქვენს გონებას კონცენტრაციაში და აუმჯობესებს თქვენს განწყობას. ეს არის პროცესი, როდესაც 30 წუთის განმავლობაში ხარ მშვიდად საკუთარ თავთან. თუ მედიტაცია თქვენი საქმე არ არის, ილოცეთ. რელიგია დაგეხმარებათ თავი ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნოთ.

 

გაზაფხულს ზაფხული ცვლის, ზაფხულს - შემოდგომა, შემოდგომას - ზამთარი. ამინდებიც სეზონის შესაბამისად იცვლება და, თქვენ წარმოიდგინეთ, გუნება-განწყობაც.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016