reportiori.ge - მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:42
სამართალი
მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 17:52

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მღვდლის თამაზ ბიჩინაშვილის (მამა ანთიმოზი) საქმის არსებითი განხილვა აღარ გაიმართება. მოსამართლის განცხადებით, საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი ვიდეომასალა, სადაც ისმის გინება და, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, კიდეც რომ დადასტურდეს ის ფაქტი, რომ ნამდვილად თამაზ ბიჩინაშვილი იგინება, ეს არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. პროკურატურას კი მისთვის ბრალი წაყენებული ჰქონდა სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამავე საქმეზე ამავე მუხლით ბრალდებულია კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის, ასევე, ერთი სასულიერო პირი - ირაკლი ბასილაია (მამა იოთამი), მათი საქმის არსებითი განხილვა 15 აგვისტოს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016