ქალებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ პირველი, რაც ქალებში მამაკაცის აღქმისას იქცევს ყურადღებას, სახეა. ამიტომ ეცადეთ, მუდამ მოწესრიგებული იყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ქალების უმრავლესობას არ ხიბლავს წვერგაუპარსავი მამაკაცები. თუ წვერს ატარებთ, ის მუდამ მოწესრიგებული გქონდეთ.
ფიგურა - ეს ქალების მოსახიბლად მთავარი იარაღია. ხართ „მაიმუნზე ოდნავ ლამაზი?“, არ იდარდოთ, მომხიბვლელი სხეული ქალების გულის მოსაგებად სრულიად საკმარისია.
არავინ გთხოვთ ფრჩხილის ლაქის გაკეთებას. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ქალები მოვლილ ფრჩიხლებს დიდ ყურადღებას აქცევენ. რეგულარულად მოიწესრიგეთ ფრჩხილები.
ფეხსაცმელი ერთ-ერთია მათ შორის, რაც თქვენი პირველი დათვალიერებისას ქალების დიდ ყურადღებას იქცევს. დამტვერილი, ან გაუწმენდავი ფეხსაცმელით მათ თვალში თქვენ უსუფთაო და მოუწესრიგებელი მამაკაცის შთაბეჭდილებას დატოვებთ.
ინტელექტი, მომხიბვლელობა, კომუნიკაბელურობა... მოკლედ, ქცევები და უნარები, რითაც მთლიანობაში თქვენ თავდაჯერებული და ძლიერი მამაკაცის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეთ. გარდა იმ ერთი შეხედვით ტრაფარეტული, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევებისა, რომელიც ამ სტატიაშია თავმოყრილი, თავად გამოძებნეთ საკუთარ თავში მთავარი, თქვენში არსებული ყველაზე საუკეთესო, რამაც ქალების მოსახიბვლად გზა უნდა გაგიკვალოთ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)