reportiori.ge - გამელოტების გამომწვევი მიზეზები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:26
სხვადასხვა
გამელოტების გამომწვევი მიზეზები
ავტორი:
30 იანვარი, 2014. 21:15

გამელოტება ყოველთვის ხანდაზმულ ასაკში არ იწყება. ახალგაზრდა და პრაქტიკულად ჯანმრთელ მამაკაცსაც შეიძლება დასცვივდეს თმა. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.

 

გამელოტების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს მემკვიდრეობა. თ ეს პრობლემა ჰქონდათ მამაკაცის ბაბუას, მამას, ბიძას, ასაკთან ერთად მასაც შეაწუხებს. ერთ მშვენიერ დღეს თავის თმიან ნაწილზე გაჩნდება გამელოტებული უბანი.

 

მანამდე თხემზე და წარბებს ზემოთ, საფეთქლებთან, თმა უფრო ინტენსიურად და სწრაფად იზრდება, მაგრამ უფრო თხელი და მტვრევადია, თანაც სწრაფად ცვივა. მემკვიდრეობით სიმელოტესთან ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელია. აქ აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.

 

თუ ექიმებსა და მეცნიერებს დავუჯერებთ, სტრესს ორგანიზმისთვის კარგი არაფერი მოაქვს. მუდმივი დაძაბულობა, მღელვარება მხოლოდ იმუნიტეტს კი არ აქვეითებს, არამედ შესაძლოა გამელოტებაც გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ სტრესის დროს ენერგია უმთავრესად ტვინისა და კუნთებისთვის იხარჯება, თმის ბოლქვის კვება კი ფერხდება. თუმცა სტრესის შედეგად განვითარებული თმის ცვენა შესაძლოა დროებითიც აღმოჩნდეს - სიმშვიდემ, გარემოს შეცვლამ აღადგინოს თმის ბოლქვების ნორმალური მუშაობა.

 

 

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, მელოტდებიან მამაკაცები, რომელთაც სისხლში ჭარბად აქვთ მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი. გამელოტებასთან ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) კავშირი ექიმმა ჯეიმს ჰამილტონმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში აღმოაჩინა. აღმოჩენის თანახმად, თავის თმიანი ნაწილის განსაზღვრულ უბნებზე, სახელდობრ, თხემზე და თმა-შუბლის საზღვართან, ფოლიკულები ტესტოსტერონის მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ ამ ჰორმონის სიჭარბე ჯერ თმის გათხელებას იწვევს, მერე კი ცვენას. ამ შემთხვევაში მამაკაცმა, სპეციალისტთან შეთანხმებით, შეიძლება ჩაიტაროს ფიტოესტროგენებით მკურნალობის კურსი.

 

მამაკაცებში თმის ცვენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია კანის სიმშრალე. ეპიდერმისის ბუნებრივი დარბილების არარსებობა თმას აშრობს, მატებს სიმყიფეს, აჩენს ქერტლს, შედეგად კი სიმელოტეს ვიღებთ. ქერტლი მარტო ულამაზო სანახავი კი არ არის, არამედ საშიშიცაა - მისი თეთრი ფანტელები ახშობს ფორებს და თავის კანს სუნთქვას უშლის. კანის ჭარბი ცხიმიანობაც შეიძლება გამელოტების მიზეზად იქცეს. ერთი სიტყვით, მავნებელია ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ნებისმიერი დარღვევა.

 

თუ მამაკაცს სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია მაგარი ყავის გარეშე, მას მალე თმასთან დაკავშირებული არასასურველი მეტამორფოზები ელის. ბოლქვების სისხლით მომარაგება ირღვევა, თმა უფრო და უფრო ნელა იზრდება, მერე კი ცვენას იწყებს. ამიტომ მამაკაცებს ვურჩევთ, ნაკლები ყავა სვან ან უკოფეინო ამჯობინონ. გარდა გამელოტებისა, კოფეინის სიჭარბე ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინის დონის მომატებას და სისხლძარღვის კედელზე ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენას უქადის. ვფიქრობთ, ყავის მოყვარულები ამ არგუმენტს მაინც გაითვალისწინებენ.

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016