reportiori.ge - კათოლიკოს-პატრიარქმა სიმსივნით დაავადებული ბავშვები დალოცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:43
რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქმა სიმსივნით დაავადებული ბავშვები დალოცა
31 იანვარი, 2014. 10:45

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში სიმსივნით დაავადებული ბავშვები მიიღო და დალოცა. შეხვედრა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის და ეკის მამათა მონასტრის ბერის, ნაზარი ბასილაიას ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ფონდის წევრი, სხვადასხვა ორგანოს სიმსივნით დაავადებული 21 ბავშვი, მშობელი და მათი ექიმი ესწრებოდა, ასევე, ის მოზარდები, რომლებმაც სიმსივნე დაძლიეს და განიკურნენ.


პატრიარქის სტუმარმა პატარებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უწმინდესის ლოცვა-კურთხევა უმთავრესია, რაც ავადმყოფობის განკურნების იმედს აძლევს. შეხვედრაზე ის ფაქტებიც გაიხსენეს, როდესაც უწმინდესის ლოცვით და რწმენით ადამიანებმა სიმსივნის სენი დაძლიეს. კერძოდ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც უწმინდესი ლიმფური ჯირკვლის სარკომით დაავადებულ პატარას დაავადების ადგილზე შეეხო და დალოცა. ცისანა შარტავას თქმით, ბავშვს ოპერაცია აღარ დასჭირვებია, იგი განიკურნა.


"მე არაფერ შუაში ვარ, მე თვითონ სამკურნალო ვარ. ყველაფერი ღვთისაგან ხდება", - აღნიშნა ილია მეორემ.


ბავშვებმა პატრიარქს საკუთარი ლექსები წაუკითხეს, სიონის ვაჟთა გუნდმა კი ხალხური სიმღერები შეასრულა.

 

"პირველი, რაც მინდა გკითხოთ, იმედი ხომ არ დაგიკარგავთ?! ღმერთი ძლიერია, ბევრი იკურნება და განიკურნება. ღვთის ნებით კარგად იქნებით", - მიმართა პატრიარქმა ბავშვებს.


"ბერი ანდრიას სახელობის ფონდი" 3 წლის წინ ბერი ანდრიას გარდაცვალების შემდეგ დაარსდა. ფონდი ბერი ანდრიას მშობლებმა სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შექმნეს. ბერი ანდრია 17 წლის ასაკში კანის სიმსივნით დაიღუპა და მშობლებისგან ითხოვა, დახმარება გაეწიათ მასსავით სიმსივნით დაავადებული პატარებისთვის.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016