reportiori.ge - ბათუმში ქარხნის საერთო საცხოვრებელში 30-მდე ადამიანი შეიჭრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:11
რეგიონები
ბათუმში ქარხნის საერთო საცხოვრებელში 30-მდე ადამიანი შეიჭრა
31 იანვარი, 2014. 11:47

ბათუმთან ახლოს, ე.წ. ბენზეს დასახლებაში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საერთო საცხოვრებლის შენობაში 30-მდე ადამიანი შეიჭრა.


როგორც შენობაში მყოფმა ნანული მახარაძემ განაცხადა, ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელისუფლების დაპირება არ შესრულდა. მისივე თქმით, გვიან საღამოს მათთან უბნის პოლიცია იყო მისული, რომელიც გამოსახლებით დაემუქრა.

 

ორი კორპუსია ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აშენებული, მაგრამ განაწილების დროს ჩვენ არ შეგვხვდა. სააკაშვილიც იყო ჩამოსული, შეგვპირდა გადმოგცემთ ბინებსო, მაგრამ შემდეგ აღარ მოგვაქცია ყურადღება. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ გვითხრეს ძველმა ხელისუფლებამ რატომ არ დაგაკმაყოფილათო, ასე დავრჩით ბინების გარეშე. ამ შენობაში არ იცხოვრება, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. დავანთეთ ცეცხლი, გავთბით და აქ ვაპირებთ დარჩენას, სხვა წასასვლელი არ გვაქვს",- აღნიშნა ნანული მახარაძემ.


აჭარის მთავრობის წარმომადგენლები „ბენზეს დასახლებაში" შეჭრილებთან არ მისულან. ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საერთო საცხოვრებლის შენობა წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. შენობის კარები და ფანჯრები ჩამსხვრეულია, ასევე, დაზიანებულია სახურავი, რის გამოც რამდენიმე ადგილზე წვიმა ჩამოდის.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016