reportiori.ge - თენგიზ აბულაძე 90 წლის გახდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:29
კულტურა
თენგიზ აბულაძე 90 წლის გახდებოდა
ავტორი:
31 იანვარი, 2014. 12:32

ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კინო-რეჟისორი თენგიზ აბულაძე - დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1924 წლის 31 იანვარს. განათლება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში მიიღო, სადაც 1943 წლიდან 1946 წლამდე სწავლობდა. 1953 წელს კი დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.


თენგიზ აბულაძის სადიპლომო ნამუშევარი კინონარკვევი - დიმიტრი არაყიშვილი" იყო. მისი შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები - ჩვენი სასახლე", 1953 წელს. ასევე ქართული მხატვრული ფილმი, დაწერილი ეკატერინე გაბაშვილის მიერ - მაგდანას ლურჯა".


თენგიზ აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია - სხვისი შვილები", 1958 წელს, რომელმაც მას საპატიო დიპლომი მოუტანა ტაშკენტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე. ეს ფილმი ასევე დაჯილდოვდა ფინეთის ჟურნალისტთა და კინომატოგრაფისტთა კავშირების დიპლომებით ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე. დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია - ვერცხლის ნეადა, პორეტა-ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომლის გადაცემაც 1960 წელს მოხდა. ხოლო, თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ირანში მიიღო პრემია 1965 წელს.


ამ წარმატებამ მას კიდევ უფრო დიდი სტიმული შესძინა და დაიწყო ახალი ფილმების გადაღება - მე,ბებია,ილიკო და ილარიონი" 1962 წელს. ვედრება", „ნატვრის ხე" და სხვა უამრავი შესანიშნავი ფილმი. თუმცა მისი შემოქმედების გვირგვინი ალბათ მაინც ქართული ფილმი  - მონანიებაა", რომელმაც გულგრილი არცერთი მნახველი არ დატოვა. ფილმი 1984 წელსაა გადაღებული, რომელმაც კანის კინოფესტივალზე სამი პრიზი დაიმსახურა. რეჟისორი უამრავი პრემიისა და პრიზის მფლობელი გახლდათ, რომლებიც თავისი ბრწყინვალე შემოქმედებით დაიმსახურა. თენგიზ აბულაძე გარდაიცვალა 1994 წლის 6 მარტს თბილისში. მისმა გენიალურმა ფილმებმა კი სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი არა მარტო ქართულ კინოში, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიაში.


დიდი ქართველი კინორეჟისორი 1994 წელს 70 წლის ასაკაში გარდაიცვალა, რომელიც დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016