reportiori.ge - დღევანდელ დღეს ფრანც შუბერტი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:53
კულტურა
დღევანდელ დღეს ფრანც შუბერტი დაიბადა
ავტორი:
31 იანვარი, 2014. 13:29

ავსტრიელი კომპოზიტორი ფრანც პეტერ შუბერტი 1797 წლის 31 იანვარს ვენის მახლობლად, ლიხტენთალში, პედაგოგის ოჯახში დაიბადა. ფრანცის ოჯახში ძალიან უყვარდათ მუსიკა. ხშირად მართავდნენ მუსიკალურ საღამოებს, სადაც მამა უკრავდა ვიოლინოზე, ხოლო ფრანცის ძმები სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, რასაც პატარა ფრანცის მუსიკალურ განვითარებაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.


ოჯახში, სიმებიან კვარტეტში, ფრანცი უკრავდა ალტზე, აგრეთვე, ასრულებდა მუსიკალურ ნაწარმოებებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე. ფრანცს ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა შესანიშნავი ხმა. იგი მღეროდა საეკლესიო გუნდში, სადაც ასრულებდა რთულ სოლო პარტიებს. 11 წლის ასაკში მიაბარეს კონვიქტში, სადაც ამზადებდნენ ეკლესიის მომღერლებს. სკოლაში უკრავდა მოსწავლეთა ორკესტრში, პირველ ვიოლინოზე, ხანდახან ასრულებდა დირიჟორის მოვალეობასაც. ბავშვობიდანვე ეზიარა მოცარტისა და ბეთჰოვენის შედევრებს.


სკოლაში სწავლების პერიოდში შუბერტი ქმნის თავის პირველ ნაწარმოებებს - ფანტაზიას ფორტეპიანოსათვის. პატარა კომპოზიტორის ნიჭს ყურადღება მიაქცია გამოჩენილმა კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ.


შუბერტის მამას აშფოთებდა შვილის სერიოზული გატაცება მუსიკით, მისი სურვილი იყო ფრანცი მასწავლებელი გამოსულიყო, რის გამოც, მამასა და შვილს შორის მოხდა განხეთქილება და შუბერტმა დატოვა კონვიქტი.


ოჯახიდან გაძევებული შუბერტი რამოდენიმე ხანს ცხოვრობდა თავის მეგობრებთან. ისინი ერთად არჩევდნენ და მსჯელობდნენ წარსულ და თანამედროვე ეპოქის მოწინავე მხატვრულ ნაწარმოებებზე. აწყობდნენ საღამოებს. ეს საღამოები შუბერტიადის" სახელწოდებით შევიდა მუსიკის ისტორიაში, სადაც სრულდებოდა მისი ვალსები, ეკოსეზები, ლენდლერები და სიმღერები,რომელსაც ხშირად თვითონ კომპოზიტორი ასრულებდა.


ამ პერიოდში შუბერტმა შექმნა სიმფონიები, სონატები ფორტეპიანოსათვის, კვარტეტები, კვინტეტები, ოპერები, მესები.


1828 წელს მისი მეგობრების თაოსნობით შედგა ერთადერთი კონცერტი, სადაც შესრულდა მხოლოდ მისი ნაწარმოებები, რომელმაც კომპოზიტორს დიდი წარმატება და სახელი მოუტანა.


31 წლის ასაკში მოულოდნელად ტიფით გახდა ავად და გარდაიცვალა1828 წელს, დაკრძალულია ვენაში.


იმდროინდელმა პოეტმა გრილპარცერმა შუბერტის საფლავზე ასეთი წარწერა დატოვა: „სიკვდილმა დამარხა მდიდარი განძი და შესანიშნავი იმედები".

 



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016