დალევა ალბათ ყველას უყვარს, მაგრამ როგორ გადავიტანოთ მეორე დღის ნაბახუსევი? გაგაცნობთ სხვადასხვა ქვეყნის ერების მეთოდებს და თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რომელი შეგეფერებათ.
უკრაინასა და რუსეთში ნაბახუსევს მწნილით მკურნალობენ.
ნაბახუსევის დროს ჰაიტიში ბოლო დაცლილ ბოთლს პოულობენ და თავს ახურავენ, ხოლო შიგნით 13 თავჩაშავებულ ნემს აგდებენ. სიგიჟეა, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შველით.
იაპონიაში ნაბახუსევს სპეციალური კონსერვირებული ქლიავით ებრძვიან.
ფრანგები ნაბახუსევის საწინააღმდეგოდ ხამანწკებს იყენებენ. ხამანწკები მდიდარია В1, В2, С, А ვიტამინებით და სხვა ნივთიერებებით. გარდა ამისა, ეს პროდუქტი საუკეთესო აფროდიზიაკია.
ჩინელებს ცხოვრება მწვანე ჩაის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ ნაბახუსევსაც ჩაით ებრძვიან. რაც უფრო მაგარია სასმელი, ნაბახუსევზე მყოფ ადამიანს უფრო შველის. ჩაი სპირტის ტოქსინებს უფრო სწრაფად განდევნის ორგანიზმიდან, ვიდრე სხვა საშუალებები.
ბრიტანელები ბუტერბროდებს ჭამენ. მნიშვნელოვანი ინგრიდიენტებია: პური, ბეკონი და განსაკუთრებით კეტჩუპი. კეტჩუპი ნახშირწყლების ხარჯზე ორგანიზმს ენერგიას მატებს.
ამერიკელები დილაობით პირდაპირ ტომატის წვენს სვამენ. ყველაზე მამაცები კი წვენში ტაბასკოს წვენს, მარილს და წიწაკას უმატებენ.
მონღოლეთში მამაკაცები ტომატის წვენში ცხვრის თვალს აგდებენ და ერთ გადაკვრით სვამენ.
თურქეთში სიმართლე, რომ გითხრათ ნაბახუსევიდან ჩვეულებრივად იმ საკვებით გამოდიან, რასაც ჩვეულებრივ ისედაც ნებისმიერ დროს ჭამენ ხოლმე, ამიტომ ამ ქვეყნის მეთოდი ნაკლებად გამოგვადგება.
ნორვეგიელები ნაღებს სვამენ და ამით ღვიძლს სპირტის ტოქსინენბის გადამუშავებაში ეხმარებიან. რეკომენდირებულია ნაღები სხვა პროდუქტებთან არ აურიოთ.
გერმანიაში დამარილებულ ქაშაყს ჭამენ.
იტალიელები ნაბახუსევს ძირითად ჩვეულებრივი ექსპრესოთი ან რისტრეტოთი ებრძვიან.
ჰოლანდიაში ლუდი უყვართ, ამიტომ ქეიფის შემდეგ ისევ ქეიფობენ და ასე გრძელდება კარგა ხანს, სანამ სავარაუდოდ ორშაბათი არ მოვა.
ყველა მამაკაცი აღმოსავლეთ ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე ნაბახუსევს მსუყე ხორციანი სუპით ებრძვის.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)