რეგიონები
გორში მილსა და მოაჯირს შორის უკანა ფეხით ჩაჭედილი მგელი აღმოაჩინეს
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
31 იანვარი, 2014. 13:51
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, გორში სანერგე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და მდინარე კოშკზე გადებულ რკინის მილზე, რომელიც საცალფეხო ბილიკად გამოიყენება, მილსა და მოაჯირს შორის, უკანა ფეხით ჩაჭედილი მგელი აღმოაჩინეს.
აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს ქ. გორის საპატრულო პოლიციასა და ზოოპარკის ხელმძღვანელობას. ვეტერინარმა ი. რობაქიძემ, მგელს სამედიცინო დახმარება გაუწია და იმობილოზაცია ჩაუტარა. მკურნალობის შემდეგ, მგელი ატენის ხეობაში გადაიყვანეს და ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57