reportiori.ge - საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაფუძნდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:44
ეკონომიკა
საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაფუძნდა
31 იანვარი, 2014. 16:23

სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში" ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის" დამფუძნებელთა კონფერენცია. კონფერენციაზე გაცხადებულ იქნა აღნიშნული პალატის მიზნები და სამომავლო გეგმები. კერძოდ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ინვესტიციების მოზიდვა, საქმიანი წრეების დაახლოება და მათი მხრიდან სხვადასხვა სფეროებში წარმოდგენილი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა.

 

საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის" დამფუძნებელი საბჭოს წევრები არიან: ნადერ ათაი -„Jahanpars engineering and construction co"; ალირეზა თარი - შპს ,,ბიზოლ ჯორჯია" - დირექტორი; ლევან ჩიქოვანი - საააქციო საზოგადოება წყალი მარგებელი" - ექსპორტის მენეჯერი; ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე; გოჩა ცოფურაშვილი - "Management Group - ერთობა"; სეიდ მაჯიდ რასთეგარ მოყადდამ ჰაჯი - "Phoenix Group" - აღმასრულებელი დირექტორი; ნასერ ყაჰრემან - შპსნაქას" დირექტორი; ალიაქბარ ქოქაბზადე - შპს ,,იექთა საფარის" დირექტორი; ფურია ნაიები - ,,ინვესტ ბანკის" დირექტორი, რომლებიც თავის მხრივ არჩეულ იქნა ორმოცდათამდე ბიზნესმენის მიერ.


კონფერენცია გახსნა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ მოჰსენ ქებრიაიმ, რომელმაც ისაუბრა პალატის მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ირანის პარლამენტის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარემ ალირეზა აზიზიმ. ირანის გზებისა და ურბანული განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო გადაზიდვების და ტერმინალების დირექტორმა მუჰამედ ჯავად ათუჩიანიმ თავისი გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე პალატის დამფუძნებელი საბჭოს წევრები.


კონფერენციის მსვლელობისას ბიზნესმენებმა საბჭოს საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს შემდეგ ბიზნეს სექტორზე: სამშენებლო, ტურისტული, ინფრასტრუქრურული, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ვაჭრობის. იმსჯელეს მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016