ყვითელი
დავით სააკაშვილი და ხატია დეკანოიძე დაშორდნენ
31 იანვარი, 2014. 16:26
დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ყვითელი პრესის ფურცლებზე მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილიც მოხვდა. დავით სააკაშვილის და განათლების ყოფილი მინისტრის ხატია დეკანოიძის დაქორწინება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ხატია და დათო დაქორწინებამდე, რამდენიმე თვის მანძილზე ფარულად ხვდებოდა ერთმანეთს.
სულ ცოტა ხნის წინ წყვილთან დაახლოებული პირები მათი დაშორების შესახებ ალაპარაკდა. ამბობდნენ, რომ დათომ ხატიასგან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო, სულ ცოტა ხანში კი პირველ ცოლს თეა მოსიძეს შეურიგდა. თეას და დათოს ორი საერთო შვილი ჰყავს. ინფორმაცია დავით სააკაშვილის და თეა მოსიძის შერიგების შესახებ Ambebi.ge-სთან მათი ოჯახის ახლობელმა დაადასტურა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53