„ყველაფერი, რაც კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე პირველივე დღიდან ხდება, ეს ანტირუსული გზავნილია", - ამის შესახებ უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
იუშენკოს თქმით, ძირითადი საკითხი, რომელიც უკრაინულ მაიდანზე ჩამოყალიბდა - ეს ქვეყნის ევროპული პოლიტიკური კურსის რეალიზაციაა.
„ევროკავშირთან დიალოგში პაუზით უკრაინა რუსეთის მხარეს აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს გეგმა უკრაინის კოლონიზაციისა, საბაჟო კავშირსა და ევრაზიული სივრცის შეთანხმების ჩათვლით. ეს ორი ნაბიჯია, რომლებიც რუსეთის მხარეს დარჩა გასაკეთებელი, რათა უკრაინა დაბრუნდეს რუსეთის პოლიტიკის ნეოპოლიტიკური კოლონიის წიაღში", - განაცხადა იუშენკომ.
„ვისურვებდი, რომ ევროპა დღეს გრძნობდეს, რომ ეს მისი ვალდებულებაა, რომ ევროპული პოლიტიკა აქტიური უნდა იყოს, რომ ევროპული მისია უკრაინაში უნდა მუშაობდეს არა ერთი დღე, ან ორი, ან ერთი კვირა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია კონტინენტის სიმშვიდისათვის", - აღნიშნა იუშენკომ.
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)