კაჭრეთში დღეს პოეზიის საღამო, სახელწოდებთ - „ქართული ელიტის პოეტები" გაიმართა. პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით ხორციელდება. პროექტის ავტორია საგამომცემლო სახლ ,,ქართული ელიტის" დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.
პროექტის მიზანი და შინაარსი საქართველოს პოეტების, მწერლების, ხატმწერების, მხატვრების და ფოტოხელოვანების, მათ შორის საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატების შემოქმედების პოპულარიზაცია გახლავთ.
წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია - ივერია გამოვლინდება 2014 წლის დეკემბერში.
შემოსული პროზა-პოეზია გადაეცემა კომპეტენტურ ჟიურის და 2014 წლის დეკემბერში გამოვლინდებიან „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია - ივერიის" პრემიის ლაურეატები.
ასევე, შემოსული ხატები, ნახატები და ფოტონამუშევრები შევა წელიწადეულ ალმანახში აღნიშნულ პროზა პოეზიასთან ერთად
პროექტიში მთელი წლის მანძილზე მონაწილეობას მიიღებს სულ 84 პოეტი, 12 ხატმწერი, 12 მხატვარი, 12 ფოტოხელოვანი, რომელთა შემოქმედებაც, ბიოგრაფიებთან ერთად, შევა წელიწადეულ ალმანახში, (წიგნში) რომელიც 700 გვერდზე მეტი იქნება.