reportiori.ge - გიორგი ამაშუკელმა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან აჭარაში დაგეგმილი ნაპირსამაგრი სამუშაოების საკითხი განიხილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:18
რეგიონები
გიორგი ამაშუკელმა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან აჭარაში დაგეგმილი ნაპირსამაგრი სამუშაოების საკითხი განიხილა
31 იანვარი, 2014. 22:19

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აჭარაში განსახორციელებელ ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები - გიორგი ამაშუკელი და გიორგი სოლომონია, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი, სახწელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორი იოსებ ნატროშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი  დავით ბალაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე.


სამუშაო შეხვედრაზე საუბარი აჭარაში განსახორციელებელ ნაპირსამაგრ სამუშაოებს შეეხო. განხილული იყო სტიქიისგან დაზიანებული სარფის სანაპირო ზოლის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი. 2013 წლის ბოლოს ძლიერი შტრომის შედეგად დაზიანდა სარფის სანაპირო ზოლი. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ზიანის აღმოსაფხვრელად პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი გამოყო. ამჟამად მიმდინარეობს სანაპირომდე გზების მიყვანა, მოძიების პროცესშია კარიერები, მობილიზებულია ტექნიკა და ტალღმტეხი ნაგებობი (ტეტრაპოდები), რომლითაც მოხდება ზღვის სანაპიროს გამაგრება. მოეწყობა, ასევე, გაბიონები და შეკეთდება გზის დაზიანებული საფარი. სანაპირო ზოლის გამაგრებით და მოწყობით დაცული იქნება ტერიტორია დატბორვისა და დაზიანებისგან, ხოლო მოძრაობა უსაფრთხო გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.


გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ადლიის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყებაზე. აღნიშნულ პროექტს აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება განახორციელებს. ასევე, განიხილეს ბათუმის სანაპირო ზოლის პერსპექტიული გამაგრების საკითხი. აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრება, ისე ბათუმის პლაჟის კეთილმოწყობა. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016