"მოდი, ვთქვათ სიმართლე, ქალბატონი ეკა კვესიტაძის, ქალბატონი ნინო შუბლაძის, მათ მიერ მოწვეული სტუმრების უზარმაზარი დამსახურებაა, მე რომ ბრალი წამიყენეს, ნინოს და ეკას ვთხოვ ადამიანურად, შენდობა მაინც თქვან. თამარ ჩერგოლეიშვილსა და იმ საზოგადოებას, რომლებმაც ეკლესიის წინააღმდეგ გაილაღეს ქრისტესმიერ სიყვარულით მივმართავ და მოვუწოდებ, რომ როგორც დაკარგული ცხვრები- დაუბრუნდნენ ეკლესიის წიაღს. ქალბატონ თამარს, რომლის ტელევიზიასა და ჟურნალს გველის ლოგო ამშვენებს და ასე გატაცებულია გველის სიბრძნით, ვურჩევ, ჩემი წიგნი „თეთრი, შავი და წითელი" წაიკითხოს და გაიგებს, რა არის ნამდვილი გველის სიბრძნე.", - ამის შესახებ სასამართლო პროცესის შემდეგ მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა განაცხადა. მამა ანთიმოზმა თამარ ჩერგოლეიშვილს, ნინო შუბლაძესა და ეკა კვესიტაძეს „კეთილი საქმის კეთებაში" წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით ბრალდება მოეხსნა.