სპორტი
საქართველო-ბელგიის სარაგბო მატჩი უამინდობის გამო არ გადაიდება
01 თებერვალი, 2014. 13:17
საქართველო-ბელგიის მატჩი ავჭალის სარაგბო სტადიონზე უამინდობის გამო არ გადაიდება.
როგორც საქართველოს რაგბის კავშირის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მატჩამდე რამდნეიმე საათით ადრე სტადიონის თოვლისაგან გაწმენდაში ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა მონაწილეობდა.
„საქართველო-ბელგიის თამაშს ხელს არაფერი შეუშლის“, - განაცხადეს რაგბის კავშირში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელგიას შორის გასამართი მატჩი 2015 წლის მსოფლიო თასზე შესარჩევი ეტაპის მატჩია.
ავჭალის რაგბის სტადიონზე მატჩის 15:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
(მოამზადა თამარ ნადარეიშვილმა)
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19