მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.
ქეთრინ ეშტონი შეშფოთებულია ევრომაიდნის აქტივისტის დიმიტრი ბულატობის წამების ფაქტით და სწორედ ამის გამო ის მომდევნო კვირაში კიევში კიდევ ერთ ვიზიტს გეგმავს.
„შოკირებული ვარ, უკრაინაში ადამიანების გატაცებისა და წამების ფაქტების გამო“, - განაცხადა ეშტონმა.
შეგახსენებთ, რომ ქეთრინ ეშტონი კიევში 3 დღის წინაც იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის სხვა ლიდერებს შეხვდა.
ევრომაიდანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ბულატოვი გუშინ ბორისპოლის რაიონის სოფელ ვიშენკიში გამოჩნდა. მისი განცხადებით, უცნობი პირები მას თავს დაესხნენ, აწამებს და ყური მოაჭრეს.