reportiori.ge - რა კავშირი აქვთ მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას გურამ შარაძის მკვლელობასთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:59
სამართალი
რა კავშირი აქვთ მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას გურამ შარაძის მკვლელობასთან
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 08:02

გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ, მამის მკვლელობის საქმეში აღმოჩენილ ახალ დეტალებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაცია რუსუდან შარაძე ახალი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.


„გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში გამოჩნდა ახალი მოწმე, რომლიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა. მას სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა თენგიზ გუნავასთან, მეგის ქარდავასთან და კოხტა კოდუასთან. იყო მათი ნდობით აღჭურვილი პირი. მოწმემ მკვლელობის ორგანიზების დავალება პირადად მეგის ქარდავასგან მიიღო. დავალების მიხედვით, მას სამეგრელოდან თბილისში, ძალოვანი უწყებიდან, ორი კონკრეტული პირი უნდა წამოეყვანა, რომლებსაც შარაძე უნდა მოეკლათ. ჩემთვის ცნობილია ამ პიროვნებების ვინაობა. ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ხოლო მეორეს ადგილსამყოფელი ჩემთვის ცნობილია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მოწმეს უნდა დაკავშირებოდა .. მასტერა, რომელიც გააცნობდა გურამ შარაძის მკველობის გეგმას. მეგის ქარდავას დავალებით, მოწმეს კონკრეტული თანხა გადასცეს, ხოლო კოხტა კოდუასგან ცეცხლსასროლი იარაღი მიიღო.


მოწმემ უარი თქვა მოეკლა მამაჩემი, რის გამოც ის და მისი ახლობლები ტერორის და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.


ჩემთვის ცნობილია, კიდევ ერთი ფაქტის შესახებ.  სამხარეო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ყოფილმა გუბერნატორმა და ამჟამად მსჯავრდებულმა თენგიზ გუნავამ მოწმე, რომელიც მის დაქვემდებარებაში იყო, ზეწოლის განხორციელების მიზნით, თავის არეში უმოწყალოდ სცემა.


ამ ადამიანმა უარი თქვა  მამაჩემის მკვლელობაზე. დღეს კი პროკურატურას ჩვენება მისცა. მადლიერების მეტი არაფერი შემიძლია გამოვხატო.


მივმართავ  საქართველოს პროკურატურას, მოვითხოვ დაჩქარდეს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება. ერთხელ და სამუდამოდ, დადგინდეს და ითქვას სიმართლე, ვინ და რა ვითარებაში მოკლა მამაჩემი.“ – განაცხადა რუსუდან შარაძემ. 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016