ალბათ, დედამიწაზე მცხოვრებ არცერთ ადამიანს არ ეპარება ეჭვი ლეგენდარული მეცნიერის ალბერტ აინშტაინის გენიალურობაში. ფარდობითობის თეორიის, კვანტური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში მის მიერ შეტანილი წვლილი განუზომელია, სწორედ ამიტომ დააფასა მსოფლიომ და 1921 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიაც არგუნა. თუმცა აინშტაინის გენიალურობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა კომპიუტერული დიაგნოსტიკის წყალობით მისი გენიალურობის კიდევ ერთ მიზეზს მიაგნეს.
კვლევის შედეგები გასაოცარი და მეტად საინტერესოა. მაშ ასე, მოდით გავიგოთ, რაში მდგომარეობს მისი გენიალურობის კიდევ ერთი ახალი მიზეზი.
როგორც აღმოჩნდა, მეცნიერის თავის ტვინის აგებულება ჩვეულებრივი „მოკვდავების“ თავის ტვინისგან განსხვავებული აგებულების ყოფილა. კერძოდ, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გენიოსის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს ერთმანეთთან საუკეთესო „კავშირი ჰქონდათ“. მისი ტვინის დიდი ნახევარსფეროები კი ერთმანეთთან უამრავი ნერვული ბოჭკოთი ყოფილა დაკავშირებული.
როგორც ანთროპოლოგმა დინ ფალკმა განაცხადა, ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც მკვლევრებმა შეძლეს დიდი მეცნიერის ტვინში შეღწევა სპეციალურად შექმნილი ხელსაწყოთი, რომელის გამოყენებითაც მეცნიერის ნერვული ბოჭკოების ჭიმი შეისწავლეს, რომელიც თავის ტვინის ორივე მხარის ჰემიოსფეროს აერთიანებს.
მათ შეძლეს შეესწავლათ თავის ტვინის ის უბანი, რომელიც მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებზე პასუხისმგებელი ბოჭკოების ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს. საბოლოოდ დადინდა, რა რაოდენობის ნერვული ბოჭკოები აერთიანებდა ერთ ნახევარსფეროს მეორესთან და რომელ ნაწილებს ჰქონდა ყველაზე მეტი კავშირი.
აინშტაინი იყო პირველი მეცნიერი, რომლის ტვინზეც მსგავსი კვლევა ჩაატარეს, თუმცა არა ერთადერთი. მკვლევრებმა თავის ტვინის კორძიანი სხეულის შედარებითი ანალიზი აინშტაინის თანამედროვე 52 მეცნიერსა და 15 თანამედროვე მეცნიერს ჩაუტარეს თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აინშტაინის ტვინის ნახევარსფეროებს შორის არსებული კავშირების მსგავსი არცერთ სხვა მეცნიერს არ აღმოაჩნდა.
(მოამზადა თამარ ნადარეიშვილმა)