reportiori.ge - სერგეი ლავროვმა დასავლეთი უკრაინისთვის არჩევანის თავისმოხვევაში დაადანაშაულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:27
მსოფლიო
სერგეი ლავროვმა დასავლეთი უკრაინისთვის არჩევანის თავისმოხვევაში დაადანაშაულა
02 თებერვალი, 2014. 12:05

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთი უკრაინასთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტების განხორციელებაში და "უკრაინისთვის არჩევანის თავისმოხვევაში" დაადანაშაულა.  ამის შესახებ მან, მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციაზე ყველაზე ცხარე განხილვის თემას უკრაინაში განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა.


უკრაინული მედიის ცნობით, ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებაც გაიხსენა, სადაც ჯონ კერიმ  უკრაინელი ხალხის ნებაზე განაცხადა, რომ უკრაინელების უმრავლესობას სურს თავისუფლად იცხოვროს უსაფრთხო და აყვავებულ ქვეყანაში. 


ლავროვმა იკითხა, რა კავშირშია ქუჩის პროტესტის გაღვივება, რომელიც "თანდათან უფრო და უფრო ძალადობრივ ხასიათს იღებს" დემოკრატიის პრინციპებთან.


"რატომ არ ისმის დაგმობა მათი მისამართით, ვინც იჭრება და დღემდე ადმინისტრაციულ შენობებში იმყოფება, თავს ესხმის პოლიციელებს, ვინც რასისტული, ანტისემიტური და ნაცისტური ლოზუნგებით გამოდის"- განაცხადა ლავროვმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016