რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთი უკრაინასთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტების განხორციელებაში და "უკრაინისთვის არჩევანის თავისმოხვევაში" დაადანაშაულა. ამის შესახებ მან, მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციაზე ყველაზე ცხარე განხილვის თემას უკრაინაში განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებაც გაიხსენა, სადაც ჯონ კერიმ უკრაინელი ხალხის ნებაზე განაცხადა, რომ უკრაინელების უმრავლესობას სურს თავისუფლად იცხოვროს უსაფრთხო და აყვავებულ ქვეყანაში.
ლავროვმა იკითხა, რა კავშირშია ქუჩის პროტესტის გაღვივება, რომელიც "თანდათან უფრო და უფრო ძალადობრივ ხასიათს იღებს" დემოკრატიის პრინციპებთან.
"რატომ არ ისმის დაგმობა მათი მისამართით, ვინც იჭრება და დღემდე ადმინისტრაციულ შენობებში იმყოფება, თავს ესხმის პოლიციელებს, ვინც რასისტული, ანტისემიტური და ნაცისტური ლოზუნგებით გამოდის"- განაცხადა ლავროვმა.