reportiori.ge - უკრაინის მილიციამ კიევში ავტომობილის დაწვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:34
მსოფლიო
უკრაინის მილიციამ კიევში ავტომობილის დაწვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა
02 თებერვალი, 2014. 12:40

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


მილიცია არ გამორიცხავს, რომ კიევში ბოლო დღეებში ავტომანაქანებს მასობრივი არეულობების მონაწილეები წვავდნენ. ყოველ დამწვარ ერთ მანქანაზე დამნაშავეებს 300 უკრაინულ გრივნას ჰპირდებოდნენ", - აცხადებენ შს სამინისტროში.

მილიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილი წუხელ, ღამის პირველ საათზე პატრულირებისას „ვინოგრადარის" მასივში დააკავეს.


პატრულის დანახვისას თავდამსხმელებმა გაქცევა სცადეს, თუმცა ერთ-ერთის დაკავება მოხერხდა. შემოწმების შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცს აღმოაჩნდა ორი პლასტმასისი ბოთლი, რომელშიც საწვავი სითხე იყო", - ნათქვამია მილიციის განცხადებაში.


მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა აღიარა, რომ მას და მისი მეგობარს, რომელიც ამჟამად ძებნაშია, გადასცეს სია, სადაც დასაწვავი ავტომანქანების ჩამონათვალი იყო.


ახალგაზრდა მამაკაცმა ასევე აღნიშნა, რომ 26 წლისაა და საქართველოს მოქალაქეა. ის უკრაინაში სამუშაოს საძებნად დაახლოებით 2 თვის წინ ჩამოვიდა. გამომდინარე იქედან, რომ დაკავებულს თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, მილიცია მის ვინაობას ადგენს", - ნათქვამია მილიციის განცხადებაში.


ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია. მილიცია ცდილობს ორგანიზატორების ვინაობა დაადგინოს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016