გარდა მინერალებისა და ვიტამინებისა, რომელსაც ბევრი ხილი შეიცავს ანანასი გთავაზობთ ძალიან დიდი რაოდენობით ისეთ ნაკლებად ცნობილ ვიტამინებს, რომლებიც სხეულს აუცილებლად ესაჭიროება. ახალი ანანასი არის ძალიან ჯანმრთელი პროდუქტი და დაცლილია კალორიებისგან. თუ გშიათ და არ გსურთ დიდი რაოდენობით ფრუქტოზა მიიღოთ ანანასი საუკეთესო გამოსავალია.
ანანასი შეიცავს ვიტამინ B-ს, კერატინებს, ვიტამინ PP-ს, ცინკს, კალიას, მარგანეცს, მაგნიუმს, იოდს, კალციუმს. 100 გრამი ხილი შეიცავს 50 მილიგრამამდე ვიტამინ C-ს. მისი 86% წყალია, ხოლო 15% შაქარი. მისი კალორიულობა ძალიან დაბალია.
მნიშვნელოვანია ანანასში ფერმენტების შემცველობა, რომლებსაც ჰქვიათ ბრომელაინი. ითვლება, რომ ისინი ეხმარებიან ორგანიზმს ცხიმების დაწვაში. ამასთან ანანასი ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირებას. ანანასი დაბლა წევს წნევას, ებრძვის ათეროსკლეროზს, ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. 1 ჭიქა მისი წვენი ხსნის უსიამოვნო შეგრძნებას თვითმფრინავით ან გემით მგზავრობის დროს. ანანასი გვინარჩუნება ნათელ გონებას, აუმჯობესებს სმენას და მხედველობას, კლავს წყურვილის გრძნობას.
ანანასის ნაყენი გასახდომად - მარტივი და გემრიელი დიეტა
ანანასი უნდა იყოს საღი, დიდი, ნარინჯისფერი და არომატული, ისეთი, რომ მისი სუნი კანს იქეთაც აღწევდეს.
ჯაგრისით ზედმიწევნით კარგად გარეცხეთ მოზრდილი ანანასი (კანიც გამოგვადგება). შემდეგ მოაჭერით ფოთლები ძირში. ხილი კანიანად მოათავსეთ კომბაინში ან ხორცის საკეპ მანქანაში და გაატარეთ. მიღებულ ფაფას დაასხით 0,5 ლიტრი არაყი. დაახურეთ ჰერმეტულად და ერთი კვირით შედგით მაცივარში.
ერთი კვირის შემდეგ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ნაყენი. თუ უფრო სწრაფად გინდათ დაიკლოთ წონაში, ძილის წინაც.
თუ თქვენ ნოყიერად (ცხიმიანი საკვები) უნდა მიირთვათ, შეგიძლიათ 2 სუფრის კოვზი ნაყენიც დალიოთ ჭამამდე.
მოცემული პროპორცია (დიდი ანანასი და 0,5 არაყი) დაახლოებით ერთი თვე გეყოფათ.
ანანასი შეიცავს ბრომელაინს, რომელიც წვავს ცხიმებს. ბევრი პრეპარატი, რომლებიც გახდომას უწყობს ხელს, ანანასის ექსტრაქტზეა დამზადებული.
მეთოდი ნაცადია და ეფექტური. თვეში იკლებთ - 3-5 კგ-ს.