reportiori.ge - არჩილ ხაბაძე: ქობულეთის სადგური მაღალ დონეზე მოემსახურება ადგილობრივ მგზავრებს და ჩამოსულ სტუმრებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:58
რეგიონები
არჩილ ხაბაძე: ქობულეთის სადგური მაღალ დონეზე მოემსახურება ადგილობრივ მგზავრებს და ჩამოსულ სტუმრებს
02 თებერვალი, 2014. 14:29

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ქობულეთის გამგებელმა გია რომანაძემ ქობულეთში ახლად აშენებული ავტოსადგური გახსნეს.


ავტოსადგური განთავსებულია 1541 კვადრატულ მეტრზე და მოიცავს ორსართულიან შენობას ავტოპარკინგთან ერთად. აღნიშნული ავტოსადგური 40 ავტობუსს ერთდროულად მოემსახურება, საიდანაც შესრულდება რეგიონის შიდა, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისები.


როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი კერძო კომპანიებს და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.


"ეს სადგური მაღალ დონეზე მოემსახურება ადგილობრივ მგზავრებს და ჩამოსულ სტუმრებს. აქ მოეწყობა დასასვენებელი ადგილი და საკვები ობიექტი", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.


ავტოსადგურის მფლობელია შპს "გიაგო", რომელმაც ეს ტერიტორია აუქციონის წესით შეიძინა და სამშენებლო სამუშაოებს 2013 წლის დასაწყისში შეუდგა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016