reportiori.ge - ვიტალი კლიჩკო და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:23
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
02 თებერვალი, 2014. 16:53

მიუნჰენის უსაფრთხოების კომისიაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა და ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ.


ვიტალი კლიჩკომ საგარეო უწყების ხელმძღვანელს სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის ამსახველი ფოტოები აჩვენა. კოჟორამ კი ოპოზიციის ნაწილი ექსტრემიზმში დაადანაშაულა და ლიდერებს პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდა.


დისკუსიის შემდეგ ვიტალი კლიჩკომ მიუნჰენში პრესკონფერენცია გამართა.


"სამხედროები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაერივნონ ამ კონფლიქტში. თუ პრეზიდენტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჯარის გამოყენებას აპირებს, ეს მის მხრებს ძალიან მძიმე ტვირთად დაადგება. ჩვენ სამი სხვადასხვა იდეოლოგიის ლიდერი ვართ გაერთიანებული, მაგრამ ჩვენ ორი რამ გვაქვს საერთო. პირველი, უკრაინა ევროპული ოჯახის წევრ ქვეყანად მიგვაჩნია და მეორე, ყველანი ვიბრძვით ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ," - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016