„ამერიკა უფრო აქტიურად დაეხმარება უკრაინას კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსვლაში", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ქალიშვილთან და პარტია „ბატკივშინას" წარმომადგენელთან, გრიგორი ნემირეისთან შეხვედრისას განაცხადა.
ამასთან, „ბატკივშინას" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ძალადობის ფაქტებს გამოიძიებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი ამ კვირას კიევს ეწვევა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ასევე შეხვედრებს გამართავს ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.