რეგიონები
ქობულეთში, წვენების გადამამუშავებელ ქარხანასთან სამი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა
ავტორი: ლილუ მიროტაძე
03 თებერვალი, 2014. 11:54
გუშინ, ქობულეთში, წვენების გადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარედ, ქობულეთის ნაკრძალში სამ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას ცეცხლი ეკიდია. როგორც მეხანძრეებმა განაცხადეს, ხანძრის ეპიცენტრი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს იყო. ამასთან, ტერიტორიაზე გაზის მილი გადიოდა და ხანძრის ლიკვიდაცია გართულდა.
როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველი დავით ჩიმაკაძე აცხადებს, ცეცხლი ჭაობის ტერიტორიაზე გამხმარ ბალახს ეკიდა.
„ქობულეთში, წვენების გადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარედ ჭაობის ტერიტორია იწვის. სამაშველო სამსახურისა და მეხანძრეებისთვის მიუვალი ადგილია, რადგან მდინარეზე გადასვლა პრობლემას წარმოადგენს. ველოდებით გასაბერ ნავებს, რომ გადავცუროთ მდინარე და შევუდგეთ სამუშაოებს", - აცხადებს ჩიმაკაძე.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57