სხვადასხვა
რისთვის გამოიყენებოდა მე-16 საუკუნეში „ჭირვეულის ლაგამი“
03 თებერვალი, 2014. 12:45
„ჭირვეულის ლაგამი“პირველად შოტლანდიაშია ნახსენები 1567 წელს. ის არაოფიციალურად ინგლისშიც გამოიყენებოდა. მოგვიანებით კი მას „ჭორიკანას ლაგამი“ უწოდეს.
„ჭირვეულის ლაგამი“ რკინის მოწყობილობა იყო, რომელსაც ქალებს სახეზე უკეთებდნენ. ლაგამს შიგნიდან 2 სმ სიგრძისა და 1 სმ სისქის რკინის ნაწილები ჰქონდა, რომელიც პირში შედიოდა და ენას ზემოდან აწვებოდა. შედეგად, ქალებს ლაპარაკი და ჭამა-სმაც არ შეეძლოთ. მამაკაცები ცოლებს ზედ გამობმული ტყავის ზონრით ქუჩებს ჩამოატარებდნენ და პუბლიკას უჩვენებდნენ, თუ როგორ დასაჯეს ცოლი.
ეს მოწყობილობა იმ შემთხვევებში გამოიყენებოდა, თუ ცოლი საუბრის დროს ტონს აუწევდა, იჭორავებდა ან ზედმეტს წამოროშავდა.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03