საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ამერიკული რესტორნების ქსელის „ვენდის“ სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ქსელის გაფართოება იმაზე მიუთითებს - საქართველო ბიზნესისთვის ღიაა.
„ჩემი აზრით, ახალი ინვესტიციების ინდივიდუალური გამოვლინებები, რომელსაც „ვისოლის“ და „ვენდის“ მხრიდან ვხედავ, მომავალში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საფუძველი იქნება. ეს არის კარგი ნიშანი სხვა მეწარმეებისა და დაინტერესებული პირებისთვის და ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულია. ამ რესტორნების ქსელის გაფართოება სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ნორლანდმა.
„ვენდის“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და „ვენდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა ემილ ბროლიკმა გამართეს.