reportiori.ge - თეა წულუკიანი: ფაქტია, კრიალაშვილის საქმეს ზედმიწევნით გამოკვლევა სჭირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:01
სამართალი
თეა წულუკიანი: ფაქტია, კრიალაშვილის საქმეს ზედმიწევნით გამოკვლევა სჭირდება
03 თებერვალი, 2014. 13:45

თეა წულუკიანი მერაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ კადრებს გამოეხმაურა. როგორც იუსტიციის მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, პირველ რიგში, საზოგადოების უფლებაა, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

მისივე თქმით, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი მერაბიშვილის მოთხოვნასთან და ადამიანების ჩაცხრილვის ფაქტს შორის.

 

კადრები, რომლებიც ვიხილეთ, არის უაღრესად შემაშფოთებელი. უნდა შემოწმდეს და დადგინდეს, არსებობდა თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირ მერაბიშვილის მოთხოვნასთან და იმ ჩაცხრილულ ადამიანებს შორის. ფაქტია, რომ კრიალაშვილის საქმეს ზედმიწევნით გამოკვლევა სჭირდება. მთავარია, დადგინდეს ყოფილი მინისტრის ამ უკანონო ბრძანებას მოჰყვა თუ არა შედეგი. ეს არის პირველ რიგში საზოგადოების უფლება, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, ამ საქმესთან დაკავშირებით, - აცხადებს თეა წულუკიანი.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ვანო მერაბიშვილთან ერთად რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანიც არის. ყოფილი შს მინისტრი აღნიშნულ ვიდეოში „ორ გვამს ითხოვს.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016