reportiori.ge - კახა კალაძე: ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უაღრესად დატვირთული და პროდუქტიული იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:06
პოლიტიკა
კახა კალაძე: ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უაღრესად დატვირთული და პროდუქტიული იყო!
03 თებერვალი, 2014. 14:08

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა შეაფასა.

 

მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი მაღალი რანგის შეხვედრებით იყო უაღრესად დატვირთული და შესაბამისად პროდუქტიული. პირველი, რაც მინდა, აღვნიშნოსაქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური პრეზენტაციის ახალი სტილი და ჩამოყალიბებული ხედვა. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ახალი მთავრობის და საქართველოს მოსახლეობის ურყევი სურვილი, ავაშენოთ მშვიდობიან და კონსტრუქციულ პოლიტიკაზე ორიენტირებული ქართული სახელმწიფო, რომლის ძირითადი პრიორიტეტი შიდა ეკონომიკური განვითარება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში თანმიმდევრული ინტეგრაცია და მეზობლებთან საქმიანი ურთიერთობის განმტკიცებაა.

 

ნაციონალური მოძრაობისაგრესიულ, პოპულიზმზე ორიენტირებულ, დემაგოგიური განცხადებების ნაცვლად, რომელმაც ქვეყნის კონფლიქტური ტერიტორიების დროებითი დაკარგვა, რაც ყველაზე მტკივნეულია, ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო შეზღუდვა და ჩანასახში არსებული სახალხო დიპლომატიის მოშლა გამოიწვია, ჩვენ ავირჩიეთ თანმიმდევრული დიალოგის რეჟიმი: ფაქტია, რომ რუსეთთან კონტაქტის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესში ვიმყოფებით და მიუხედავად ჩვენი შიდაპოლიტიკური ურთულესი ერთი წლისა, ამ მიმართულებით რაღაც მცირედი მაინც გაკეთდა! ირაკლი ღარიბაშვილმა, ახალი მთავრობის პოზიცია მყარად დააფიქსირაჩვენ უარს ვამბობთ აგრესიულ რიტორიკაზე, პოლიტიკურ დემარშებზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მეზობელთან ესეთი მოდგომა დააზიანებს არამარტო ჩვენს ინტერესებს, არამედ მთლიანობაში სიტუაციას რეგიონში და იწვევს შეშფოთებას საერთშორისო არენაზეც. ჩვენი განწყობაადიალოგი. ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის მხრიდანაც განწყობა იქნება ადეკვატური. არსებული მდგომარეობა ქვეყნებს შორის არც მათთვის არის კომფორტული და მისაღები. ჩვენი ურთერთობები ჩიხიდან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით გამოვა და ჩვენ ამის მზაობას ვაფიქსირებთ.

 

პოლიტიკური პრიორიტეტების შედეგად სახეზეა წარმატებები - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადება, რუსეთთან ეკონომიკური კონტაქტების აღდგენა, კოჰაბიტაციისა და გაურკვევლობის პირობებში მიღწეული ეკონომიკური ზრდა და ახალი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გასაგებს ხდის ქვეყნის პროგრესის მიმართულებას. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნება ურყევია - ამომრჩევლის მიმართ მიცემული პირობების გათვალისწინებით შენების, ახალი ინვესტიციების, ბიზნესის, რიგითი მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის რეალური და არა ფასადური ხელშეწყობა. ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაადასტუროს, რომ არის სანდო პარტნიორი და შეუძლია ყველაზე კონფლიქტურ ძალებთანაც კი რეალური საუბარი“, - განაცხადა კალაძემ.

 

კახა კალაძემ უკრაინასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო პატივს სცემს უკრაინელების არჩევანს და ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიუხედავად, მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

 

ჩვენი დამოკიდებულება სტრატეგიული და რაც მთავარია მეგობარი ქვეყნის შიდა პროცესების მიმართ ცალსახაა - უკრაინა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას, თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ურთიერთშეთანხმება თუ კონენსუსი, მხოლოდ უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის და მასთან კონფრონტაციაში მყოფი პოლიტიკური ძალების შიდა საქმეა. საქართველო პატივს სცემს უკრაინელების ნებისმიერ არჩევანს და ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს თანამშრომლობას ამ ქვეყანასთან მისი ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიუხედავად. ბოლოს მინდა, დავაფიქსირო - პრემიერმა ნათლად და გასაგებად ჩამოაყალიბა პირველ ოქტომბერს არჩეული ხელისუფლების ნება და სურვილი ვაკეთოთ საქმე და არ ავყვეთ წარსულში ჩარჩენილი რეტროგრადული ძალების პროვოკაციებს“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016