reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე: სასამართლოში მომიწევს სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, ის განსასჯელის სკამზე იჯდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:21
სამართალი
ნინო ბურჯანაძე: სასამართლოში მომიწევს სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, ის განსასჯელის სკამზე იჯდება!
03 თებერვალი, 2014. 16:05

26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში  ნინო ბურჯანაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან სასამართლოზე აბსოლუტურად ობიექტური ინფორმაცია წარადგინა არა მარტო 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის 2008-2009 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.

 

მე აბსოლუტურად ობიექტური ინფორმაცია წარმოვადგინე არა მარტო 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ ვისაუბრე რამდენიმე თემაზე, მათ შორის 2008-2009 წლების მოვლენებთან დაკავშირებითაც. იმედი მაქვს, რომ ჩემს მიერ მოთხრობილი აბსოლუტურად ობიექტური ინფორმაცია დაეხმარება გამოძიებას და სასამართლოს, სამართლიანი განაჩენი იქნას გამოტანილი. ამავდროულად მინდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ იმაში, ყველა დანაშაულებებზე, რომელზეც დღეს იყო საუბარი, უმთავრესი დამნაშავე არის მიხეილ სააკაშვილი და მე აუცილებლად მომიწევს ამ სასამართლოში მოწმის სახით სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, როდესაც სააკაშვილი იჯდება განსასჯელის სკამზე. ამას თუ ეს ხელისუფლება არ გააკეთებს, გააკეთებს სხვა ხელისუფლება", - აცხადებს ბურჯანაძე.

 

ნინო ბურჯანაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით მოხდა. პროცესზე, 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მანსურაშვილის დედაც იმყოფება. დარბაზში იმყოფებიან ასევე შოთა უტიაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016